ჩემი სკოლა


პატარძეულში სკოლა 1875 წელს დაუარსებიათ. ამის შესახებ ინფორმაციას ვგებულობთ 1878 წელს გამოცემული კავკასიის სასწავლო ოლქის სამმართველოს „სამახსოვრო წიგნიდან“. 1873 წლამდე სოფელში  სკოლის არსებობას 1870 წელის გაზეთ „დროება“ ადასტურებს. პირველი მასწავლებელი ცნობილი ისტორიკოსის დიმიტრი ბაქრაძის ძმა ლუკა ბაქრაძე ყოფილა, რომელიც იმ დროს მღვდლად მსახურობდა.
1875 წელს სოფელში მთავრობის ხარჯზე გაიხსნა სახალხო განათლების სამინისტროს ორკლასიანი სასწავლებელი. პირველ მასწავლებლად დაუნიშნავთ თომა ელიზბარაშვილი, რომელიც ერთი წელი მუშაობდა. 1876 წელს მასწავლებლად დაუნიშნავთ ახალგაზრდა პედაგოგი მოსე ნათაძე. რომელიც  1877 წელის შემოდგომაზე ზაქარია  (შაქრო) გულისაშვილს შეუცვლია.

1884 წელს სკოლა აშენდა რიყის პირას, ამიტომაც ამ სკოლას ხალხი „რიყის“ სკოლას უწოდებდა.  მოსწავლეთა რაოდენობის გაზრდის გამო სასკოლო შენობის დამატებად გამოიყენეს ფიცხელაურების სახლი, რომელსაც „ფიცხელაურიაანთ“  სკოლას უწოდებდნენ.
1936 წელს აშენდა ორსართულიანი ახალი სასკოლო შენობა. ამ წლიდან არის საშუალო სკოლა. პირველად სრული კურსი 1937-1938 სასწავლო წელს 15 მოსწავლემ დაამთავრა.

 თანამედროვე შენობა 1966 -1970 წელებში აშენდა. 2000 წელს საინვესტიციო ფონდის დახმარებით სკოლას ჩაუტარდა კაპიტალური რემონტი.  2010 წელს სკოლაში მუშაობდა 45 მასწავლებელი. სულ დასაქმებული იყო 66 ადამიანი.  მოსწავლეთა რაოდენობა კი იყო 387.

2017-18  სასწავლო  წელს    ჩვენი  სკოლა  სრულიად  იქნა  რეაბილიტირებული  ,,ათასწლეულის  გამოწვევის  ფონდის"  მიერ  და   აღჭურვილ  იქნა  თანამედროვე    ტექნოლოგიებით. 
სკოლა ჩართულია „ახალი სკოლის მოდელის“ და „ციფრული სკოლა-საქართველო“ პროგრამებში. სკოლაში აქტიურად მიმდინარეობს ინოვაციური სწავლების მეთოდების დანერგვა და სკოლა მზადაა თამამად გაუსწოროს თვალი თანამედროვე საგანმანათლებლო გამოწვევებს.

Комментариев нет:

Отправить комментарий